რეზონანსი
22.06.2024

მე­სა­მე დღეა თბი­ლის­ში ილი­ა­უ­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძეს ეძე­ბენ. სამ­ძებ­რო სამუშაოებში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც ჩა­ერ­თნენ, თუმ­ცა ამ დრომდე დაკარგულის შე­სა­ხებ ოჯახს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს. რო­გორც გა­ხე­ლა­ძის მე­უღ­ლე ამ­ბობს, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი გა­ხე­ლა­ძე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებ­და წას­ვლას, მან­ქა­ნით გა­ჩე­რე­ბამ­დე ჩა­იყ­ვა­ნა, იქ და­ტო­ვა და მას შემ­დეგ არა­ფე­რი გა­უ­გია.

გიორგი გახელაძის ძმა, ლევან გახელაძე კი ამბობს, რომ 12:30 საათზე გიორგი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი აფთიაქში შევიდა, სადაც მან ასპირინი იყიდა, შემდეგ კი იმავე ტერიტორიაზე მაღაზიაში სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი შეიძინა, ამის შემდეგ ის ვაკის პარკში შევიდა. ვაკის პარკში ამავე პერიოდში გამოირთო ტერიტორიაზე დამონტაჟებული 120 ვიდეოკამერა და სწორედ ამის შემდეგ ქრება პროფესორ გახელაძის კვალი. ახლა პოლიცია სწორედ ამ კამერების 3 საათიდან 10 საათამდე შუალედში არსებული ჩანაწერების გაშიფვრას ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×