რეზონანსი
27.06.2024

ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. „იმედის დილის“ თანაწამყვანი, ოთარ ტატიშვილი პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება და გულშემატკივართა იმ ნაწილს მიმართავს, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავდა:

„ახლა მაინც არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც კვარაცხელიას ლანძღავდა... თუ მიაქციეთ ყურადღება, გუშინ, ინტერვიუს დროს ძალიან გულდაწყვეტილმა თქვა, ვულოცავ ყველა გულშემატკივარს, კარგებს და ცუდებსაცო...

მათ უფრო კლავიატურის ვირთხები ჰქვიათ, მაგრამ მე კლავიატურის ლომებს ვეძახი, არ გრცხვენიათ ხალხო, ამ ბიჭს რომ ლანძღავდით?! გუშინ რა ითამაშა, საუკეთესო იყო მოედანზე და თამაში მოგვაგებინა.

ახლა მაინც შეგრცხვეთ, დადუმდით ყველა, აი, კვარას ჟესტი“, – თქვა ოთარ ტატიშვილმა.

უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×