რეზონანსი
04.07.2024

ხაბეიშვილი ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება - ნურმაგომედოვთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელმაც გამაცხადა, რომ "სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს".

ვოლსკის თქმით, ხაბეიშვილისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

"მე არ ვფიქრობ, რომ ხაბეიშვილი უცხო რამეს ამბობს. მისთვის დამახასიათებელია ასეთი ზღაპრების მოგონება.

ნურმაგომედოვთან, გამოჩენილ სპორტსმენთან შეხვედრა არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა სპორტსმენთან შეხვედრისაგან, რომელსაც კუნთიც მაგარი გააჩნია, თავიც გამოიჩინა და მით უმეტეს, დაპატიჟებული იყო ის აი, ამ ევროპულ უშველებენ ტურნირზე. კუნთმაგრობა არანაირად არ არის დაკავშირებული, რომ შეიძლება მაინცდამაინც აგრესიაზე იყოს ორიენტირებული მისი ყოფა და ცხოვრება. ჭკუასთან ახლოს არ არის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი. ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. განწყობა, აღქმები უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ და მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის, მისი მომხრეები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×