რეზონანსი
07.07.2024

მას შემდეგ, რაც თიკა ჯამბურია ყოფილი მეუღლის, ბექა ხოფერიას ქორწილში იხილეს, საზოგადოების გამოხმაურება არაერთგვაროვანია. ამ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მომღერალი და "ტიკტოკზე" ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კიდევ უფრო მოულოდნელი განცხადება გააკეთა: 

„იმდენი ნეგატიური კომენტარი ვნახე, რომ მესამე ნაწილის დადება არ მინდოდა, მაგრამ მერე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ მაინც ყველაფერზე ილანძღებით და დაე, ისიამოვნეთ...

ალბათ ყველამ იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე ვიყავი ჩემი ყოფილი ქმრის ქორწილში, რამაც ნახევარი საქართველოს აღშფოთება გამოიწვია. მეგობრებო, აქ აღსაშფოთებელი არაფერი არ არის იმიტომ, რომ 14 წლის წინ დაშორებული ურთიერთობა შეიძლება გადაიზარდოს მეგობრობაში და თუ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ხარ, ეს შენი შვილისთვის საუკეთესო მომავალია. 

მათ გადაწყვიტეს, რომ ჩემს შვილთან ერთად, მეც უნდა ვყოფილივაყო ქორწილში. მეც სიხარულით დავთანხდი, და ძალიან მაგრად გავერთეთ... 

და კიდევ უფრო უარესს გეტყვით, მეც მალე გავთხოვდები და ჩემს ქორწილშიც იხილავთ ბექას და სოფოს და კიდევ ერთი აღშფოთების დიდი ზარ-ზეიმი იქნება საქართველოში", - ამბობს ვიდეოში თიკა ჯამბურია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×