რეზონანსი
04.06.2024

22 წლის გოგოს წამებით მკვლელობა ლილოში -  ბრალდებული ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შერაცხადია.

საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ამასთან, დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ვეფხვაძის თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მტკიცებულებები, ამასთან, ესპანეთის სახელმწიფოდან ცინდელიანის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ასევე, გარდაცვლილის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ესპანეთში ყოფნის პერიოდის ფოტოსურათი, სადაც ქეთი ჯავახიშვილს თვალზე დაზიანება აღენიშნება. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულს დაზარალებულთან ესპანეთში ყოფნის დროსაც ჰქონდა კონფლიქტი მისი სტერეოტიპული მიდგომებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბრალდების მხარე დაკავებულის პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა.

ცინდელიანი სხდომაზე დუმილის უფლებით სარგებლობს. მას ასევე შესთავაზეს  მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა, რაზეც დაკავებულმა უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით,კაცი, რომელმაც 22 წლის გოგო წამებით მოკლა, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. 

59 ჭრილობა მთელს სხეულზე, თავში  ჩარჩენილი დანის პირი  და ყველა ორგანო დაზიანებული - ასეთი მისტიკით ჩადენილ მკვლელობას საქმის პროკურორი ვერ იხსენებს.“ შაბათის  ეთერთან" ინტერვიუში სახელმწიფო ბრალმდებელი ამბობს, რომ ყველაზე მეტი ჭრილობა ქეთი ზურგზე ჰქონდა მიყენებული, ამიტომ გამოძიება  ვარაუდობს, რომ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ოთარ ცინდელიანი უკვე მოკლული ქალის დანაწევრებას ცდილობდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ნარკოტიკებზე დამოკიდებულად ბრალეული ოთარ ცინდელიანი არ უარყოფს, ადასტურებს იმასაც, რომ როდესაც ქეთი ჯავახიშვილს 59 ჭრილობა დანით მიაყენა, ამფეტამინის  ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×