რეზონანსი
18.06.2024

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ევრო20204-ზე საქართველოს ნაკრების თამაშს ეხმაურება:

,,შენიშვნები:

ჩაკვეტაძემ სწორად გაშალა ხელები გაკვირვებისგან – მე მცვლითო?

წიტაიშვილი კრიტიკას ვერ უძლებდა.

კვარაცხელია საერთოდ გინდ გვყოლია, გინდ - არა. 7-დან 6 დრიბლინგი როცა არ გამოსდის, უნდა შეცვალო, გინდაც კვარაცხელია იყოს.

ზივზივაძეს რომ ტრავმა ჰქონდა, მესმის, მაგრამ მაინც გაქაჩავდა, მეორე ტაიმის დასაწყისიდან მაინც.

მამარდაშვილი სწორად მოიქცა, როცა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩავიდა, ჩემი აზრით.

ზოგადად, ძალიან თანაბრად და კიდევ უკეთაც ვეთამაშეთ, უბრალოდ, თურქებს უფრო გაუმართლა.

ანგარიში უსამართლო იყო, მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით.

დავმარცხდით სახელოვნად – ეს არაა ხელწამოსაკრავი ამბავი.

მაგრამ

ჯერ ყველაფერი წინაა.”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×