რეზონანსი
28.05.2024

გორის სამხედრო ბაზაზე, სამორიგეოში ხელთუბნელი 19 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს. ,,ტვ მონიტორინგის" ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები, სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული.

როგორც ცნობილია გარდაცვლილი ომიკო ჩალაბაშვილია. მას ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.

როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ომიკო ჩალაბაშვილმა სკოლა წელს დაამთავრა.

"როგორი პატარა ხარ იმიერისთვის"

"რატო გაამწარე შენი დედა ასე ნათელში იყოს შენი სიცოცხლით გაუმაძღარი სული"

"ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩემო პატარა ძმაკაცო გამძლეობა

შენს მშობლებს და თვითოულ ჩვენთაგანს განისვენე იქ სადაც მართალნი განისვენებენ"

"სული მეწვის ომიკო შვილოოოო, მამიდას ვაჟკაცო როგორ გამამწარეე" - წერენ სოციალურ ქსელში.

,,ცხედარი უკვე გადმოსვენებულია სოფელში. რა მოხდა, ეს არავინ არ იცის. ვიცი მხოლოდ ის, რომ სამსახურეობრივი ავტომატით აქვს მიყენებული ჭრილობები." - ამბობს სოფელში, მერის წარმომადგენელი კობა ქარელიშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×