რეზონანსი
30.05.2024

ახალგაზრდა კაცი, რომელიც წუხელ ავარიას ემსხვერპლა, 24 წლის მამუკა ქობულიაა. ის „გლოვოში“ მუშაობდა.

„ღამით, დიღმის ხიდზე მაღალი სიჩქარით წითელზე გავლისას, მოპედს დაეჯახა. „გლოვოს“ კურიერი, მოპედის მძღოლი მამუკა ქობულია ადგილზე დაიღუპა... ,ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“, - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×