რეზონანსი
11.05.2024

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძი­სა და მისი ცო­ლის, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, აბა­ში­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ სხვა­დას­ხვა პირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, კერ­ძოდ კი, ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა გა­და­წყვი­ტეს და ამ მიზ­ნით, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლის სახ­ლში კა­მე­რე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 4 მა­ისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის, კერ­ძოდ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვებ-გვერ­დებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 9 მა­ისს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 1984 წელს და­ბა­დე­ბულ უ.ა.-ს და მას­თან კა­ნო­ნი­ერ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ, 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ი.-ს სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ უ.მ.-მ მას­თან რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყოფ მ.ი.-სთან ერ­თად გა­ნიზ­რა­ხა სხვა­დას­ხვა პირ­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, კერ­ძოდ კი, ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მიზ­ნით, მ.ი.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს თ. ერის­თა­ვის ქუ­ჩა­ზე, 7 ნო­მერ­ში, მე­ა­თე სარ­თულ­ზე, აღ­ჭურ­ვილ იქნა შე­ნიღ­ბუ­ლი ვი­დეო-აუ­დიო ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, რო­მე­ლიც მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ფა­რუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ამ უკა­ნას­კნე­ლის სხვა­დას­ხვა პი­რებ­თან ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის უკა­ნო­ნო ჩა­წე­რას.

ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ოთა­ხის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში, მათ შო­რის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებ­სა და ტექ­ნი­კა­ში. ამას­თა­ნა­ვე, მ.ი.-ს სა­კონ­ტაქ­ტო მო­ნა­ცე­მე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლი ჰქონ­და იმ ინ­ტერ­ნეტ ვებ-გვერ­დებ­ზე, სა­დაც სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ხდე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც კონ­კრე­ტულ პირ­თან მოხ­დე­ბო­და შე­თან­ხმე­ბა, ან შეხ­ვედ­რა და იგი მი­ვი­დო­და ხსე­ნე­ბულ ბი­ნა­ში, მის­გან მა­ლუ­ლად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სის­ტე­მა­ტუ­რად უკა­ნო­ნოდ იღებ­დნენ და ინა­ხავ­დნენ ინ­ტი­მუ­რი კავ­ში­რის ამ­სახ­ველ ჩა­ნა­წე­რებს.

ბრალ­დე­ბულ­მა პი­რებ­მა, უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში შე­ი­ნა­ხეს ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე მა­სა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი ფა­ი­ლე­ბის შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ მათ­ზე აღ­ბეჭ­დილ­ნი არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა. პო­ლი­ცი­ამ ჩხრე­კის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, აბა­ში­ძის 22 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე უ.ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას ამო­ი­ღო:

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, გარე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი, ე.წ. „ვინ­ჩეს­ტე­რე­ბი", ასე­ვე, ვი­დე­ო­რე­გის­ტრა­ტო­რი, დრო­ნე­ბი, ვი­დეო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი, მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი, ხმის ჩამ­წე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, ხმის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა , ოპ­ტი­კა და ა.შ.

პო­ლი­ცი­ამ უ.ა.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ასე­ვე, ამო­ი­ღო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გარ­და ამი­სა ამო­ღე­ბუ­ლი იქნა სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ვაზ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც და­კა­ვე­ბუ­ლი უკა­ნო­ნოდ ინა­ხავ­და.

საქ­მე­ზე და­ნიშ­ნუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, ამო­ღე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი და ვაზ­ნე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას და ვარ­გი­სია გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

რაც შე­ე­ხე­ბა უ.ა.-ს მე­უღ­ლეს, მისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა სა­ხის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, ასე­ვე მეხ­სი­ე­რე­ბის ბა­რა­თე­ბი ამო­ი­ღეს.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი იქნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის შეს­წავ­ლი­სა და და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ რო­გორც უ.ა.-ს კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნი­კა­ში,

ასე­ვე, მისი მე­უღ­ლის ბი­ნის ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ტა­რე­ბელ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში ინა­ხე­ბო­და უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე შე­ი­ცავ­და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს.

მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მათ შო­რის კომ­პლექ­სუ­რი, ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი და კომ­პი­უ­ტე­რულ-ტექ­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ამო­ღე­ბუ­ლია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ფა­ი­ლე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლა გრძელ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათ­თან შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 157-ე პრი­მა მუხ­ლით და 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა - შე­ნახ­ვას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×