რეზონანსი
24.06.2024

ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით დაადო ჩვენ მიერ მიღებულ კანონს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ ცესკო-ში მათ პარტიულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება.

„ახლა ასეთი მესიჯბოქსი დახვეწეს - ერთპარტიული ცესკო, როდესაც ცხრა პარტიაა, „ქართული ოცნება" ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიას შორის. ცხრა პარტიის წარმომადგენლები პროფესიულ წევრებთან ერთად იღებენ გადაწყვეტილებას. ამიტომ, აბსოლუტურად სპეკულაციურია ეს მესიჯი ჩვენი ოპოზიციის მიერ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით დალაგებული. მათ უნდოდათ, რომ მათ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილებები, ამ საშუალების არმიცემაზეა საუბარი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ კანონში ავსახეთ. ორი მესამედით მიიღება ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებები და შემდეგ, თუ ორი მესამედით ვერ მიიღებს ცესკო-ს შემადგენლობა გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ ჩვეულებრივი უმრავლესობით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ საბოტაჟის საშუალება ექნებოდათ პარტიულ წევრებს და კი იცით, რამდენად პატიოსნად უდგებიან ისინი ასეთ საკითხებს", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×