რეზონანსი
23.05.2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ექსპერტი წერს, ზუსტად ისეა ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე!

"ზუსტად ისეა ჩვენი გამჭვირვალობის კანონი რუსული, როგორც სააკაშვილთან მიმართებაში ქართული მართლმსაჯულება დამნაშავე! უკვე მერამდენედ მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოდან ამბავი, რომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრული კრახით სრულდება. ახლა რა ვქნათ, გავაგრძელოთ მსჯელობა ამ საკითხის გარშემო, თუ დავაყენოთ საკითხი გარკვეული თაღლითების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ? ასეთები კი საქართველოში ლომჯარია და მისი სამედიცინო ექსპერტები არიან, მარიამ ჯიშკარიანის თამადობით, უცხოეთში კი იმდენი ევროპარლამენტარია, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთებს ითხოვდნენ, რომ მეშინია ჩამონათვალში ვინმე არ გამომრჩეს!

სხვათა შორის, მათი მოსყიდვის შესახებ ამერიკული გამჭვირვალობის უფრო სწორედ აგენტების კანონიდან, Fara-ს მეშვეობით ვიგებდით. ხომ მართლა საფრანგეთმაც მიიღო გამჭვირვალობის კანონი, სადაც პირდაპირ ჯაშუშებზე და მათ დაპატიმრების მექანიზმებზეა საუბარი. ცხადია ამის შესახებ არ იცის სალომე ზურაბიშვილმა, თორემ ამიერიდან საფრანგეთში ცხოვრებას თავი უნდა მოერიდოს ვადის ამოწურვის შემდეგ", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×