რეზონანსი
22.05.2024

შანტაჟის ენით საუბრის არ გვეშინია - ასე ეხმაურებიან "ქართულ ოცნებაში" რადიო "თავისუფლების" სტატიას. საუბარია "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ მასალაზე, რომელიც წყაროზე დაყრდნობით წერს და რომლის თანახმადაც, "აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია". 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება, არის ძალიან ცუდი მაგალითი. 

"შანტაჟის ენით გვესაუბრებიან. ახლა მუქარაა – გაგაცამტვერებთ, ამას და იმას ვუზამთო. თურმე საქართველოს ჩინეთის ხელისუფლებასთან აქვს კავშირი. ქვეყნებს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ გაფორმებული. არც ერთ ქართულ ოფიციალურ სახელმწიფო დაწესებულებას რაიმე ფარული ურთიერთობა რუსეთთან დაკავშირებით არ გააჩნია. ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ამჟამადაც აქვს რუსეთთან ინტენსიური ურთიერთობები. მათ შორის, სპეცსამსახურების დონეზე. აქედან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ამა თუ იმ ფორმის შანტაჟისთვის გამოყენება ხდება, არის ძალიან ცუდი მაგალითი. აქ არ არის დრო საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ენით ლაპარაკის, აქ არის დრო იმისთვის, რომ საქართველო აღიარონ რეალურად როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო არა სიტყვით, არამედ საქმით და საქართველოსთან მიმართებაში ეს დამოკიდებულება იყოს ნათელი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×