რეზონანსი
22.05.2024

ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ლიბერთისთან  თანამშრომლობით,  საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება.

ლიბერთი, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს  ინოვატორი ახალგაზრდების  მხარდამჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაუშვებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში  13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 395 -მა მოსწავლემ 92 პროექტი წარმოადგინა. მონაწილე გუნდები, როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან, მათ შორის  48% რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი.

კონკურსში მონაწილე გუნდებმა  პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, კერძოდ ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება წარმოადგინეს, რომლებიც  დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს და გამოავლინეს შემდეგი ნახევარფინალისტები:

    Agroniceye

    BEES

    Bi-Stable

    Carbon X

    Cowboys

    DIDOSTATI

    Girls in Agro

    GreenTech

    Hygea

    Interstellar

    MarineGuard

    MEDRON

    Pest Patrol

    ROCKEDEPTH

    Smart Parking

    SOLEA

    SOSonic

    StarFish

    Techno Vision

    THE VOID

    VisionAid

    Voyager

    Waste Crusaders

    XYZ

    ანაბასისი

    ენერგიული მომავალი

    კარლსონი

    მომავლის ენერგია

    ნეპტუნი

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და "ლიბერთი ბანკი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×