რეზონანსი
11.05.2024

ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე, - ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მარში 9 აპრილს ჩატარდა და ქართველმა ხალხმა გამარჯვება 26 მაისს უნდა იზეიმოს.

"გაგიმარჯოს საქართველო! დღეს საქართველო ყველა მიმართულებიდან დაიძრა, მტკვარს, სამას არაგველს გამოუყვა, მარცხენა და მარჯვენა გააერთიანა. ჩვენი მოძრაობა 9 აპრილს დაიწყო. ახლაც, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ 26 მაისს უნდა გავიმარჯვოთ და ეს დღე ერთად უნდა ვიზეიმოთ. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ რუსთაველი, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო და საქართველოს ისტორიის გულში მოვედით. ჩვენი გული ფეთქავს! ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე. ადამიანებო, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს სიყვარულით იცნობთ, ერთმანეთს ხელები მოკიდებთ და მაღლა აწიეთ. ეს არის საქართველო - თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, შეუჩერებელი! ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×