რეზონანსი
14.05.2024

საპროტესტო აქციებზე ადამიანების რაოდენობა ყოველდღე იკლებს, რადგან გამოვლინდა, ვინ არიან ამ აქციების ლიდერები, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს და გააკეთებს იმას, რასაც უცხოელი პარტნიორები დაწერენ.

„აქციების მორალური მხარდაჭერა ყოველდღე იკლებს. ადამიანები საკუთარი ოჯახის წევრებს აქირავებენ შანტაჟისთვის და ებრძვიან ტრადიციებს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ არავითარი გეგმა არ აქვთ და არავინ ეკითხება, რა უნდა გააკეთონ. გააკეთებენ იმას, რასაც მათი უცხოელი პარტნიორები დაწერენ. როგორც ჩანს, სიტუაცია იქაც აირია, რადგან მიხვდნენ, რომ საქართველო იმ პოზიციაზე დგას, რასაც ჰქვია გამჭვირვალეობა, სუვერენიტეტი, პარტნიორული ურთიერთობები. საქართველოს უკვე ყველა ისე შეხედავს, როგორც სუვერენიტეტულ სახელმწიფოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×