რეზონანსი
14.05.2024

პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გზით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sky-News-თან ინტერვიუში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.

„ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში ისევე, როგორც რუსეთი აკეთებს, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულად, უკრაინაში შეჭრით. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გზით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და მტკიცედ მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ჩემი აზრით, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის", - აღნიშნა გრანტ შაპსმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×