რეზონანსი
14.05.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, სადავო არაა და „ყველაფერი ნათელია".

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის განხილვის საშუალება არსებობდა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა არგუმენტებს ელოდებოდა.

„კანონპროექტი არ არის სადავო. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეულ მმართველ ძალას პარლამენტში. სამივე მოსმენით გვქონდა შესაძლებლობა საზოგადოებისთვის გაგვეცნო ის მიზეზები, რატომ ვიღებთ ამ კანონს, მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩვენ ვართ დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა. ამ ქვეყანაში კანონს იღებენ პარლამენტის წევრები. არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს. მარტივ წესებზე მაქვს საუბარი, გვქონდა ამ კანონის გარჩევის საშუალება, ველოდებოდით არგუმენტებს. ჩვენ დღესაც ღია ვართ", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×