რეზონანსი
14.05.2024

სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.

„ჩვენ რასაც შევპირდით ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ხალხს, რომ ვერასდროს ამ ბოროტებით ვერ მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით.

ამას ვერ ეღირსებით. შეგაკლავთ თავს და ვერ ეღირსებით, რომ თქვენ მოხვიდეთ ხელისუფლებაში. დროშაზე რომ ლაპარაკობდით, აი, იმ დროშით აუპატიურებდით ქართველ ხალხს. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ მართლა. ვერასოდეს მობრუნდებით ხელისუფლებაში და ამ ქვეყანას ბოროტებას თავს ვერ მოახვევთ“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×