რეზონანსი
14.05.2024

ამერიკელი ემილ კოსმანი "იუთუბ-არხზე" აქვეყნებს ვიდეოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სათაურით - „აშშ-ის მთავრობა თვალთმაქცურად არიგებს საქართველოს ჭკუას, როცა აშშ-ის პოლიცია პროტესტის დასაშლელად „ქიმიურ საბრძოლო მასალას“ იყენებს“.

როგორც ამერიკელი ავტორი აღნიშნავს, "როიტერის" სტატია, სადაც წერია, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, ფარისევლობის მაგალითია. მისი თქმით, აშშ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა მაშინ, როდესაც კაპიტოლიუმში თავდასხმის აღსაკვეთად, მათ ბევრად საზარელი ზომები მიიღეს.

„ყველამ იცის, რომ როცა ჩვენ გვინდა რაიმე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, მაგალითად, მათი რესურსები, უცებ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ იქ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას - რელიგიურს, ეთნიკურს, რასობრივს და სხვას, ისინი იპოვიან რამეს; მაგრამ ვერავინ ბედავს იმის თქმას, რომ ამ სახის პრობლემები ამ ლამაზ ქვეყანასაც (აშშ-ს) აქვს და რომ მას უფრო დიდი პრობლემებიც ჰქონია, ვიდრე ამ ქვეყნებს.

მათ უნდათ რაღაცების შეცვლა საქართველოში. მე გაჩვენებთ ამ სტატიას და განახებთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ესხმიან თავს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობას საქართველოში. 

აქციაზე მყოფებს "როიტერი" პროტესტის მონაწილეებს უწოდებს - კი, ზოგი მართლაც პროტესტის მონაწილეა, ზოგი წამქეზებელი აგიტატორია, ზოგი აჯანყებულია. ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, თუ რას უშვრებიან პროტესტის მონაწილეებს საქართველოში და მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, ამბობენ ისინი.

აშშ-ის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა ეს და რას გულისხმობს, რომ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ქვეყანამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი. თქვენ ამას გააკეთებდით, თქვენთან რომ პროტესტები ყოფილიყო? თუ ეს ტიპები ზედმეტად დაკავებულები არიან ლუდის სმით, მარიხუანით და უაზრო ტელევიზიების ყურებით. 6 იანვარს იგივე არ იყო [კაპიტოლიუმზე]? არა, ეს აჯანყება იყო. რა გააკეთეთ ამის შემდეგ? თქვენ მთელი კონგრესი, მთელი კაპიტოლიუმი, შეიარაღებული ხალხის ალყაში მოაქციეთ და მათ უკან კი ეკლიანი მავთულებით მორთული ღობეები აღმართეთ, რატომ? - "ხალხის ნებით" - ამბობთ თქვენ, შეცვალეთ რამე? არა, იმიტომ რომ ისინი კონსტიტუციას ებრძოდნენ. 

ეს პირები, საქართველოში, უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მიცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება. ამის შემდეგ კანონი წავა პრეზიდენტთან, შემდეგ უმაღლეს სასამართლოში. იმათაც იგივე პროცედურული ნაგავი აქვთ, როგორც ჩვენ.

და შემდეგ, როგორც ოპოზიციას, შენ თუ ეს არ მოგეწონება, შენ შეგიძლია დაარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არ იყო სწორი და რომ ხმა შენ უნდა მოგცეს, რომ მოიპოვო უმრავლესობა ახალ პარლამენტში და მერე ხელახლა კენჭი უყარო ამ კანონს და იგი გააუქმო. ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. მაგრამ აშშ-ს არ მოსწონს ეს. ისინი ჩვენი ვასალი სახელმწიფოები უნდა იყვნენ. 

ნება მომეცით გაჩვენოთ. არიზონას უნივერსიტეტის პოლიციამ რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ანტიისრაელის საპროტესტო გამოსვლის დასარბევად, მაგრამ აქ, [როიტერის სტატიაში] ესენი არიან პროტესტის მონაწილეები, იქ [აშშ-ში] კი მეამბოხეები“ - აღნიშნავს ემილ კოსმანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×