რეზონანსი
23.05.2024

ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი მოუწევს როგორც პრემიერთან მიმართებაში ამ საკმაოდ უხერხული განცხადების გამკეთებელს, ასევე მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პრემიერის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„რა საკვირველია, ეს არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პირადი მუქარა, მაგრამ რეალურად იმ ვითარებიდან, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, ამ კუთხიდან საკმაოდ არაკორექტული ფორმით იყო გამოყენებული. მე ვფიქრობ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი მოუწევს როგორც პრემიერთან მიმართებაში ამ საკმაოდ უხერხული განცხადების გამკეთებელს, ასევე მის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა, „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×