რეზონანსი
02.07.2024

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა. საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს, - წერს „ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მისივე თქმით, მშვიდობით დავიბრუნებთ დაკარგულს! მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ღირსებით ვისაუბროთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე როგორც პირველადზე.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა.

საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე, სამწუხაროდ, უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას.

მართალია საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და ლოგიკურია ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ ეროვნული ღირსებითა და ამბიციით საქართველო როგორც სახელმწიფო საკუთარ პოზიციას თავაწეული დააფიქსირებს.

მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას! ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ დაკარგულს!

მანამდე კი ყველა საერთაშორისო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ ღირსებით ვისაუბროთ ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე როგორც პირველადზე", - წერს მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×