რეზონანსი
26.06.2024

(რეზონანსი) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გენერალურ მდივნად ხუთი წლის ვადით შვეიცარიელი ალენ ბერსეტი 114 ხმით აირჩია.

არჩევნების მეორე ტურში ბერსეტს 114 ხმა ერგო, მისმა კონკურენტებმა, ესტონელმა ინდრეკ საარმა და ბელგიელმა დიდიე რეინდერსმა შესაბამისად 85 და 46 ხმა მიიღეს.

ალენ ბერსეტი იყო შვეიცარიის მთავრობის წევრი 2012-იდან 2023 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში მას ორჯერ ეკავა კონფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა - 2018 და 2023 წლებში. როგორც მინისტრი, ალენ ბერსეტი ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს.

მთავრობაში მოსვლამდე ის იყო შვეიცარიის ფედერალური პარლამენტის წევრი 2003-2011 წლებში და თავმჯდომარეობდა შტატების საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატას) 2008-9 წლებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×