რეზონანსი
24.05.2024

27 წლის გიორგი ფირაშვილმა სანადირო თოფი, რომლითაც რუსთავში ცოლი და სიდედრი მოკლა, შემთხვევამდე 2 კვირით ადრე შეიძინა. როგორც ოჯახების ახლობლები "ინფო რუსთავს" უყვებიან, მეუღლეები ერთმანეთს, დაახლოებით, 2 თვის წინ დაშორდნენ და გოგონა საცხოვრებლად დედასთან დაბრუნდა. რა გახდა დაშორების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლს შერიგების მიზნით ხშირად აკითხავდა და მის მიმართ აგრესიულობას იჩენდა.

საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი იყო მკვლელობის დღესაც. 22 მაისს, მარიამ სოფრომაძეს დედასთან, ინგა ბეგაშვილთან ერთად, მცირეწლოვანი შვილი სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდა მიყვანილი, სადაც ქმარმა მიაკითხა და კლინიკის ეზოში მათ შორის კამათი დაიწყო.

ამის შემდეგ, გიორგი ფირაშვილი ფეხით მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილით აედევნა და შეკამათებას ადგილი ჰქონდა ქუჩაშიც. სამართალდამცავებმა დუმბაძის ქუჩაზე, იქ, სადაც მკვლელობა მოხდა, გოგონას კუთვნილი დამტვრეული ტელეფონი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ 22 წლის გოგონასა და 49 წლის ქალს ტყვიები ზურგის არეში აქვთ ნასროლი.

სავარაუდოდ, ქუჩაში შელაპარაკების შემდეგ, გიორგი ფირაშვილი ავტომობილიდან სანადირო თოფის მოსატანად წავიდა, საიდანაც ცოლსა და სიდედრს დამიზნებით, ზურგის არეში ესროლა.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×