რეზონანსი
24.06.2024

პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი არის ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯი არ იქნება, თუკი მისი მთავრობა ქცევას არ შეიცვლის, თუკი მისი მთავრობა უცხოელი აგენტების შესახებ კანონს არ გააუქმებს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ჟურნალისტებს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განუცხადა.

„იქნება დისკუსია საქართველოს მხარდამჭერი სხვადასხვა ფონდების შესახებ, იქნება დისკუსია შენგენის ვიზების აკრძალვის შესახებ მაღალი დონის თანამდებობის პირებისთვის, მრავალი სხვა ასპექტის შესახებ. ასე რომ, საქართველოსთან დაკავშირებით მდგომარეობა სერიოზულია და მთელი ეს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×