რეზონანსი
23.05.2024

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა და მან „უარი უთხრა „რუსულ კანონს" და ივანიშვილის პარტიას".

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან, „ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება".

„დარწმუნებული ვარ, რომ სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ასე სათითაოდ დაიშლება „ქართული ოცნება".

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების" დეპუტატებს - მეგობრებო, გენერალური პროკურორი წავიდა, ჯობს თქვენც უარი თქვათ ვეტოს გადალახვაზე ხმის მიცემაზე.

მე ზუსტად ვიცი, რომ ჯანმრთელია [ირაკლი შოთაძე]. ჯანმრთელად იაზროვნა და უარი უთხრა "რუსულ კანონს" და ივანიშვილის პარტიას",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა ვაშაძე სწორედ პოსტიდან შოთაძის წასვლას უკავშირებს ირაკლი კობახიძის მიერ დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას.

ვაშაძის აზრით, კობახიძემ ეს განცხადება შოთაძის გადადგომის გადასაფარად გააკეთა.

„კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს", ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს და ამიტომ შემოაგდო ეს თემა, მეტი არაფერი. იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე გადადგა. უნდათ, ეს თემა გადაფარონ. დანარჩენი, მთელი შინაარსი, სისულელე იქნება. თუ ეს არ გაჭრის, კიდევ სხვას მოიგონებენ", - განაცხადა ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×