რეზონანსი
27.06.2024

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე, მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თუ რაიმე გამოსაძიებელია, ეს შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმეა.

„გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. სახელმწიფო სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ვალდებულებას, იზრუნოს ბავშვთა უფლებების დაცვაზე. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გაგრძელდება მუშაობა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ეს არის შესაბამისი საგამოძიებო უწყებების საქმე", - აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×