რეზონანსი
07.06.2024

უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა სხვადასხვა კატაკლიზმები გამოიწვიოს.

„7 ივნისს უახლოეს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×