რეზონანსი
07.06.2024

საქართველოში მეთადონით ჩანაცვლების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა მცირდება. როგორც „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან" მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წლის პირველ კვარტალში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით 12 380-მა პირმა ისარგებლა, მათ შორის, 79 არის ქალი.

რაც შეეხება სხვა წლების მონაცემებს, ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს მეტადონით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მომსახურება 15 857 ბენეფიციარს გაეწია, მათ შორის, 94 იყო ქალი; 2022 წელს - 17 646 ბენეფიციარს, მათ შორის, 99 ქალს.

საქართველოში მეტადონით, იგივე ოპიოიდებით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა 2008 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, 2017 წლიდან კი მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურად ბიუჯეტით ნარკომანიით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის ბიუჯეტიდან 13.7 მლნ ლარია გამოყოფილი, 2022 წელს კი ამ პროგრამის ბიუჯეტი 12.493 მლნ ლარს შეადგენდა.

მეტადონით ჩანაცვლების თერაპიას ბენეფიციარები „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ქსელის სპეციალურ განყოფილებებში იღებენ, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზეა გახსნილი.

წყარო: bpn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×