რეზონანსი
07.06.2024

ოპოზიცია კიდევ უფრო უნდა დეგრადირდეს, რომ არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეიძლება იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პრინციპებისა და ფასეულობისგან დაცლილ ადამიანებს, ანუ აგენტურის კრებით სახეს აჩვენებს, თუ სადამდე შეიძლება მიხვიდე, როდესაც უსამშობლობა ცხოვრების წესად გაქვს.

„სინამდვილეში ეს არის ღალატის ქარტია, ვხედავთ, რომ ოპოზიცია ძალიან დაბნეულია. იმიტომ, რომ მათ არ მიუღიათ ახალი დავალებები და არ იციან, რა პოზიციები უნდა ჰქონდეთ, ამ ოპოზიციას საკუთარი აზრი არც აქამდე გააჩნდა და არც ახლა გააჩნია. კიდევ უფრო უნდა დეგრადირდეს ოპოზიცია, რომ არჩევანი შეიძლება იყოს სალომე ზურაბიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის, ორივე მშვიდობაში მოხმარდეთ ამ ადამიანებს, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში აჩვენებს პრინციპებისგან და ფასეულობისგან დაცლილ ადამიანებს, ანუ აგენტურის კრებით სახეს, სადამდე შეიძლება მივიდნენ, როდესაც უსამშობლობა ცხოვრების წესად აქვთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა მიზნებიც აქვს ოპოზიციას.

„მათ ქვეცნობიერი ყოველდღიურად მაიდანზე და საქართველოს მაიდანიზაციაზე ალაპარაკებს. ეს მათი ოცნებაა. ეს ოცნება ჩვენი ინტერესი არ არის. ვერცერთ მოქალაქეს ვერ ნახავთ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, რომ იგივე ინტერესები ჰქონდეს. რაც არ უნდა ეცადონ, მხოლოდ საკუთარ სასოწარკვეთილებას აჩვენებენ. როგორც ჩანს, ლუსტრაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×