რეზონანსი
07.06.2024

პარტია „ხალხის ძალის" რეგიონული მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე აშშ-ს სანქციებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, პარლამენტარებს, რომელთა მოვალეობაც კანონის მიღებაა, გამჭვირვალობის კანონის გამო ასანქცირებენ. ვიქტორ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არ ცირკზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე საზოგადოება ამას აუცილებლად უპასუხებს.

„პარლამენტის წევრს, რომლის უფლება - მოვალეობაა მიიღოს კანონი, ასანქცირებენ ამისთვის. ცირკია, მეტი არაფერი. წარმოიდგინეთ, რომ პარლამენტის წევრმა ხმა მისცა გამჭვირვალობის კანონს და ამისთვის ასანქცირებენ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის არჩევნებზე, მოსახლეობა გასცემს მათ პასუხს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×