რეზონანსი
07.06.2024

ყველა მონაცემი ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო დემოკრატიულიიმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„ყველა მონაცემი, თუკი რამე კეთდება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა, ქვეყანა მოწინავე ყოფილიყო იმ მაჩვენებლებით, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს მოწინავე დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. ამ პირობებში ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აშანტაჟებენ სწორედ ამავე მიზეზებით, ეს ძალიან უცნაურია. ამ ორი ფაქტის ერთმანეთთან დაკავშირება უბრალოდ შეუძლებელია", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო მმართველობის რეჟიმის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×