რეზონანსი
07.06.2024

უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის მხრიდან დაწესებული სავიზო შეზღუდვების შეფასებისას.

„ადრე თუ გვიან ამ პროცესის ნორმალიზება აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ ეს არის ორივე მხარის ინტერესში. სამწუხაროდ, ასეთი მოქმედებები ახანგრძლივებს ამ დროს. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, როდესაც კონკრეტული პირების დასანქცირება ხდება. უმრავლესობის ყოველ წევრს გათავისებული გვაქვს ერთი რამ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ამ ბრძოლაში ერთი ნაბიჯით უკან დამხევი არავინ არ არის", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების" პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×