რეზონანსი
07.06.2024

მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. საქართველო უპირველეს ყოვლისა! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „არავინ მალავს, აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას რომ ცდილობს".

როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, აშშ იბრძვის მსოფლიო ლიდერობის შესანარჩუნებლად, ამიტომ მთავარი მოწინააღმდეგეების გარშემო ცეცხლის რკალის შეკვრა სურს.

„მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის შეეხო სანქციები, მაგრამ ამას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მე გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:

აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია რომ ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს, ამას არავინ, მათ შორის ოპოზიციაც, არ უარყოფს.

თუ ეს მთავრობა შეიცვალა, რა ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, არც ეს არის ძნელი გამოსაცნობი. NGO და სალომეს ფანჩატური.

ისმის კითხვა, თუ ასე მოხდა და ამ ხალხს დაავალებენ იმას, რასაც ჩვენ გვთხოვდნენ - სანქციებზე მიერთებას და ომში სხვადასხვა ფორმით ჩართვას (მეორე ფრონტი და ა.შ). რას გააკეთებენ? მე მგონი გასაგებია-უსიტყვოდ დაეთანხმებიან. ამის შემდეგ რაც მოხდება საქართველოში უკვე ნათელია (უკრაინიზაცია).

რატომ აკეთებს ამას აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია, როდესაც იცის, რომ საქართველო, დასავლეთის მიერ გამოქვეყნებული ყველა ინდექსით და კრიტერიუმით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების კუთხით. (აღარაფერს ვამბობ უკრაინასა და მოლდოვაზე,სადაც დიდი ხანია აღარ არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია, ოპოზიციური მედიასაშუალებები, არის კორუფცია, უკრაინაში პრეზიდენტის არჩევნებიც არ ჩაატარეს),იმიტომ რომ ის იბრძვის შეინარჩუნოს მსოფლიო ლიდერობა, რომელსაც კარგავს და მისი მთავარი მოწინააღმდეგეების გარშემო უნდა შეკრას ცეცხლის რკალი.

ფერადი რევოლუცია საქართველოში არ მოხდება. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ჩვენი ევროპული განვითარების გზას და ჩვენი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მომზადებულები ვიქნებით 2030 წლისთვის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - წერს პაატა კვიჟინაძე, რომლის განცხადებასაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×