რეზონანსი
07.06.2024

უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლება აქვს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.

„ეს ომი რუსეთის მიერ დაიწყო, მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არასდროს ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს და აგრძელებს ნგრევას, მოკვლას და უკრაინის ტანჯვას. უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას. ეს საერთაშორისო სამართალშია გათვალისწინებული. ამასთან გაეროს წესდებაში ჩაწერილია, რომ თუ თავს დაგესხნენ უფლება გაქვს თავი დაიცვა. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს თავდამსხმელის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმას. ასე რომ, ეჭვგარეშეა, უკრაინას უფლება აქვს დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×