რეზონანსი
07.06.2024

ყველაფერი დალაგდება, წინსვლით მივალთ დანიშნულების ადგილამდე, კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, საბოლოოდ, მოუწევს ყველას ჭეშმარიტების აღიარება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

„მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა მიღწევები გვაქვს. სხვების დამოკიდებულებები იცვლება იმის მიხედვით, რომელი ხელისუფლება არის ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ, ეს ყველაფერი თავის დროზე ყველანაირად დალაგდება და ჩვენი წინსვლით მივალთ იმ დანიშნულების ადგილამდე, საითაც მივდივართ. ასე იყო აქამდეც, როგორც კანდიდატის სტატუსზე გვჩაგრეს და ბოლოს ვერ დაგვჩაგრეს, მოუწიათ კანდიდატის სტატუსის მოცემა, როგორც ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკებაზე სამი წელი უკრაინას ჩამოგვარჩინეს, მაგრამ ბოლოს უკრაინასთან ერთად მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას. აი, ასე, როგორც ყველა სხვა საკითხში, საბოლოო ჯამში, აქაც ყველას მოუწევს ჭეშმარიტების აღიარება", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×