რეზონანსი
07.06.2024

პარრტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„სინამდვილეში, ყველაზე მაგარი ამბავი ისაა, რომ სიას არ აქვეყნებენ. ეგ, ეფექტურად, იმას ნიშნავს, რომ ყველა დასანქცირებულია. აბა, ვის წარმოუდგენია, რომ რომელიღაც ალუდა ღუდუშაურმა ბილეთი იყიდოს, 15 საათი იფრინოს და არ იცოდეს, საზღვარზე გაატარებენ თუ არა და კენედის აეროპორტში აღმოაჩინოს, რომ უკან უნდა გამობუნძულდეს?" - წერს გვარამია.

ცნობისთვის, 6 ივნისსსახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების პირველი ტრანში 30-მდე პირს შეეხო. სანქცირებულთა შორის არიან დეპუტატები, "ოცნების" წევრები, მათ შორის სამართალდამცავებიც და კერძო მოქალაქეებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×