რეზონანსი
07.06.2024

მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერს, ნიკო მანაგაძეს, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელი კორპუსის წინ უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალაც, რომელშიც ჩანს რამდენიმე ახალგაზრდა, რომელიც უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიას სირბილით ტოვებს. კადრებში ჩანს თავად მანაგაძეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერის განმარტებით, მას თავს მოულოდნელად დაესხნენ და გამეტებით ურტყამდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×