რეზონანსი
07.06.2024

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას აქვს უფლება, დაარტყას სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე.

იენს სტოლტენბერგის თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, თავის დასაცავად დაარტყას რუსეთში მდებარე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებს.

„უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს უფლებას, დაარტყას ლეგიტიმურ, სამხედრო სამიზნეებს თავდამსხმელი მხარის, აგრესორის, ამ შემთხვევაში რუსეთის ტერიტორიაზე. ეს არის თავდასხმის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო მშვიდობიანი, დემოკრატიული მეზობელი ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა საფრთხე რუსეთისთვის", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×