რეზონანსი
12.05.2024

თუ აპელაცია მიჩნეულია სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტური ინსტიტუტის ფუნქციად, მაშინ სისხლის სამართლის პროცესის ინგლისური სისტემა უნდა იქნეს მიჩნეული მუდმივ ნიმუშად იმისა, რომელმაც ყველაზე ადრე შექმნა ფორმა პიროვნების თავისუფლების კეთილდღეობისათვის. ცნობილი მკვლევარები დღესაც მიიჩნევენ, რომ ათასწლოვანი ხანგრძლივობის მიუხედავად, ამ სისტემამ მაინც შეინახა თავისი იდენტურობა და როგორც ამჟამად, ასევე შორეულ მომავაშიც, ის იქნება სამყაროს საუკუთესო სისტემა (Раймон Леже. Великие правовые системы современности:сравнительно-правовой подходюпер. С фр. А.В. Грядова 3-е изд. Перераб. М.:Волтерс Клувер. 2011 .стр.446-450).

იურიდიულ ლიტერატურაში ასევე აღნიშნავენ, რომ ინგლისში ძალიან რთულია აპელაციაში გასაჩივრების ნორმების შინაარსი, რომელიც ისტორიულ კონტექსტში ჩამოყალიბდა და არა რომელიმე სამართლებრივი რეფორმის შედეგად. დიდ ბრიტანეთში ტერმინი „აპელაცია“ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ არსებობს საქმის გასაჩივრების შესაძლებლობა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში მისი შემოწმების მიზნით. 

ითვლება, რომ ინგლისელებმა, რომლებმაც გასაჩივრების საშუალებები შეიმუშავეს, გამოდიოდნენ იმ მოსაზრებებით, რომ დაინტერესებული პირები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ გასაჩივრების უფლებით პირველი ინსატანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემოწმებისათვის. მათი კონცეფცია ასევე იმ მოსაზრებას ეყრდნობოდა, რომ საქმეების სიუხვის გამო არ გადატვირთულიყო უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. 

დღეისათვის დიდ ბრიტანეთში მოქმედებს უზენაესი სასამართლო რომელიც შეიქმნა კონსტიტუციური რეფორმის შესახებ 2005 წელს მიღებული კანონის შედეგად. მანამდე გასაჩივრების უზენაესობის არსი გაიოგებოდა სამეფო სასამართლოს, მაღალი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს ერთობლიობაში წარმოდგენით, ანუ მათი ერთად შეკრების პრინციპით გაიგებოდა, როგორც უზენაესი სასამართლო. ამიტომ, პროცესი ჩამოყალიბდა ისე, რომ სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანისათვის აუცილებელი გახდა რამდენიმე ტექნიკური მოთხოვნის დაკმაყოფილება. 

მაგალითად, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ინგლისის სააპელაციო სასამართლოში აპელაციის შეტანა შეიძლებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ. დღეისათვის კი, სამეფო (გვირგვინის) სასამართლო პირველი ინსტანციის წესით განიხილვს ყველანაირ სერიოზული კატეგორიის საქმეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. განაჩენები ან სამეფო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში. 

ამავე დროს, სამეფო სასამართლო განიხილავს სააპელაციო წესით საჩივრებს მაგისტრატების (მომრიგებელი მოსამართლეების) სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ანუ სამეფო სასამართლო ერეთდროულად არის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოც.

ინგლისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია განიხილავს სააპელაციო საჩივრებს ბრალეულობის თაობაზე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტებზე და სამეფო სასამართლოს განაჩენებს. უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამოტანილი განაჩენი ფაქტებისა და სამართლის საკითხებზე, ინგლისში შესაძლებელი გახდა 1907 წლიდან, ანუ ასთხუთმეტ წელზე მეტი ხნის წინ შემოღებული იქნა აპელაციური ინსტანციის სასამართლო ნაფიცი მსაჯულების მონაწილერობით, რაც ფაქტიურად ნიშნავდა მიღებულ გადაწყვეტილებებზე სააპელაციო კონტროლის დაწესებას. 

სააპელაციო სასამართლო ღებულობს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს. განსაზღვრულ შემთხვევებში ის ასევე უფლებამოსილია სისხლის სამართლის საქმე განსახილველად დაუბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმეები იშვიათად მოიწვევიან და თავიანთი გადაწყვეტილების გამოტანისას ხელმძღვანელობენ იმ მტკიცებულებებით, რომლებიც გამოკვლეული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ ის შეიძლება გაუქმებული იქნეს უზენაესი სასამართლოს მიერ. 

2005 წლის რეფორმამდე ინგლისის უმაღლესი სააპელაციო ინსტანცია იყო ლორდთა პალატა (ზედა პალატა). 2005 წლის კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში შეიქმნა უზენაესი სასამართლო, რომელსაც გადაეცა ის სამართლებრივი უფლებამოსილებები, რაც მანამდე ლორდთა პალატას გააჩნდა.

ამრიგად, თანამედროვე ეტაპზე, გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს სააპელაციო ინსტანციას ინგლისის უზენაესი სასამართლო წარმოადგენს. უზენაეს სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანას ესაჭიროება სააპელაციო ინსტანციის თანხმობა, ამასთან ასეთი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე, რომელზედაც არსებობს უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მაღალი დაინტერესება. 

იურიდიულ ლიტერატურაში მიუთითებენ იმაზე, რომ სააპელაციო გასაჩივრების საკითხებზე ძირითად ნორმატიულ წყაროდ ასახელებენ გაერთიანებული სამეფოს ორ კანონს. კერძოდ, პირველია 1968 წლის კანონის აპელაციის თაობაზე, რომლის შინაარსმა მოიცვა აპელაციის შესახებ 1907 წლის, 1964 წლისა და 1966 წლის კანონები. მეორეა 1995 წლის კანონი სისხლის სამართლის საქმეთა აპელაციის შესახებ, რომლითაც შეიცვალა და ცალკეული ნორმები დაემატა 1968 წლის კანონს.

ინგლისში ითვლიან დაახლოებით რვა სახის სააპელაციო გასაჩივრების წესს სისხლის სამართლის საქმეებზე, რადგან აპელაციის ცნების ქვეშ მოიაზრებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გადასინჯვცის ყველა სამართლებრივი საშუალებები (Гуценко К.Ф. Уголовный процесс западных государств. М. зерцало. 2001. стр.150 ).

სააპელაციო საჩივრების განხილვის შედეგების მიხედვით, სააპეალაციო სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება: 

ა) უარყონ სააპელაციო საჩივარი;

ბ) გააუქმონ ნაფიცთა ვერდიქტი და დამოუკიდებლად მიიღონ ალტერნატიული ახალი ვერდიქტი სხვა დანაშაულის ჩადენაში პირის ბრალეულად ცნობის თაობაზე (ამ დროს არ შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა ვიდრე წინა ვედიქტით იყო განსაზღვრული); 

გ) გააუქმონ ვერდიქტი და გადააგზავნონ საქმე პირველ ინსტანციაში ხელახალი განხილვისათვის ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. 

ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულების აღმოჩენა, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული არსებითი შეცდომების აღმოჩენა. 

ინგლისური კანონმდებლობა პირდაპირ არ იძლევა არსებითი პროცესუალური დარღვევების ჩამონათვალის ნუსხას და ისინი შემუშავებული არიან მხოლოდ სააპელაციო სასამართლო პრაქტიკის მეშვეობით. სამეფო სასამართლოს სააპელაციო გადაწყვეტილებების გასაჩივრება და პირველი ინსტაციის მაგისატრატი სასამართლოს გადაწყვეტილებები სხვაგვარად შეიძლება გადაწყვეტილი იქნეს მაღალი სამეფო სასამართლოს მიერ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე. 

მოსმენის შედეგების მიხედვით, მაღალმა სასამართლომ შეიძლება უცვლელად დატოვოს ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ან კიდევ გააუქმოს ან შეცვალოს, ანდა გააუქმოს მაგისატრატის სასამართლოს განაჩენი და ხელახალი განხილვისათვის უკანვე დაუბრუნოს საქმე. 

ვალერი გელბახიანი

პატა კოღუაშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×