რეზონანსი
28.06.2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი. თვითმხილველთა თქმით, მანქანა ხევში გადავარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განმარტეს, რომ კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ავარია სოფელ ხუცუბანში მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა სარფში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.

წყარო: AJARATIMES.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×