რეზონანსი
12.05.2024

მისივე თქმით, უცხოელმა აქტორებმა აქამდე არც პრემიერის შეთავაზება გამოიყენეს, როცა მან ელჩებს კანონპროექტის თემასთან დაკავშირებით პირადად შეხვედრა და მსჯელობა შესთავაზა.

„სამწუხაროდ, კანონის დაინიცირების შემდეგ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი კოლეგისგან არადასავლური მიდგომა დავინახეთ, როდესაც ნაცვლად მსჯელობისა ვნახეთ იარლიყების მიწებება, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან ამ კანონის მიმართ, რაც არის ჩვეულებრივი მეთოდი დისკუსიის აკრძალვისა და შეზღუდვისა. ეს არ არის ევროპული, დემოკრატიული ქცევა და ის, რაც ქართველი ხალხის კულტურაში დევს. ჩვენი კულტურა გულისხმობს, რომ საკითხები უნდა განვიხილოთ, ეს არის დემოკრატიული მსჯელობის კულტურა და ამიტომ ყველას მოვუწოდეთ დაბრუნებულიყვნენ ამ ღირებულებებში. პრემიერის შეთავაზებაც იყო, რომ თუკი ელჩებს რაიმე რეალური სათქმელი და არგუმენტი ჰქონდათ, პირდაპირ დამსხდარიყვნენ პრემიერ-მინისტრთან ერთად და საჯაროდ განეხილათ ეს საკითხი. ვნახეთ, რომ არავის გამოუთქვამს სურვილი, რადგან სინამდვილეში რაიმე ღრმა არგუმენტები ამ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა უცხოელი აქტორების ამჟამინდელ ახალ პოზიციაზეც.

„გარკვეული ნიშნებია, რომ არის მზაობა შინაარსობრივად შემოვიდნენ მსჯელობაში. ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ თუკი ახლა მაინც აქვთ სურვილი რაიმე არგუმენტებით წარმოდგნენ და ასე ვისაუბროთ, ჩვენ მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს და შემდეგ არსებობს ვეტოს მექანიზმი და თუკი ჩვენ რაიმე ხელშესახებ იდეას შემოგვთავაზებენ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ იქნება გაზიარებული, მზად ვართ ვეტოს მექანიზმის გამოყენებით ავსახოთ შესაბამის კანონში", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×