ელზა პაპოშვილი
25.06.2024

ქობულეთში ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამარათალდამცავი ძალადობის შემთხვევაზე ერთ-ერთ ოჯახში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.  ირკვევა, რომ პოლიციელი ქალმა გამოიძახა, რომელსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყოფილი ქმარი მიუვარდა. ქალმა დახმარება ითხოვა და ადგილზე გამომძიებელი მივიდა. 

აგრესიულად განწყობილმა კაცმა კი ადგილზე მისულ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება უკვე აღმოუჩინეს, მის სიცოცხელს საფრთხე აღარ ემუქრება. მან კლინიკა დატოვა. მიყენებული ჭრილობა სიციცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.  

გამოძიება 353-ე პრიმა მუხლის დაწიყო, რაც სამართალდამცავზე თავდასხმას გულისხმობს.   

„ეს გოგო ქმარს არის გაშორებული. მასზე ძალადობდა, ამიტომ სანამ მოკლავდა გამოერიდა. მიუხედავად ამისა, ქალს სისტემატიურად ავიწროვებდა, ემუქრებოდა და მასთან დაშორებას აპროსტეტებდა. ქალს  დაბრუნება არ სურდა, რადგან ეშინოდა, რომ რამეს დაუშავებდა. აგრესიული და არაპროგნოზირებადი პირია. 

„ახლაც დღეს მოვარდნია. ამ გოგომ 112-ში დარეკა. გამომძიებეილი საქმის გასარკვევად მოვიდა  და იმან დანა დაარტყა. პოლიციელმა მისი განეიტრალება მაინც შეძლო და დააკავა. წაართვეს დანა და მადლობა ღმერთს, რომ ან ქალი არ მოკლა და ან პოლიციელი. ნასვამ მდგომარეობაში იყოვო და ამ გოგოს მოკვლით ემუქრებოდა“, - ყვება ადგილობრივი.        

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×