რეზონანსი
11.05.2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქრონიკასთან" სატელეფონო ინტერვიუში „ევროპის მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეების რაოდენობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ ოპოზიციური ტელეარხები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს აქციაზე 100 ათასი ადამიანია შეკრებილი.

„აქციაზე ახლა 100 ათასი ადამიანი თუა, დაახლოებით 30 ათასი კვადრატული მეტრია ევროპის მოედანი და უნდა იყოს ჭყლეტა. ყველაფერი ხომ არ უნდა მოიტყუო?! თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში შეგიძლია უბრალოდ „დაგუგლო", რამდენ კვადრატულ მეტრზე, დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანი შეიძლება იდგეს. ჯერ რესპუბლიკის მოედანზე დაატიეს 100 ათასი ადამიანი და ახლა ევროპის მოედანზე ატევენ. ბევრმა იცის, მაგრამ მაინც ავხსნი, ძალიან დიდი ჭყლეტა როდესაც არის, დაახლოებით ოთხი ადამიანი ეტევა კვადრატულ მეტრზე.

ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი კვადრატული მეტრი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში აი, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ. მაგრამ რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის, რომ ექვსი სამზე გაამრავლო, დავუშვათ, ხომ, არათუ ჭყლეტა. დაახლოებით 12-14-17 [ათასი ადამიანი], ამას ზუსტად ვერ დათვლი, ეს კიდევ შეიძლება, საბოლოო ფოტო რომ იქნება, შეიძლება დათვალო, მაგრამ 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც მანდ არის", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×