რეზონანსი
13.05.2024

საყოველთაო სტუდენტურ გაფიცვას უერთდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. სტუდენტები ამ წუთებში უნივერსიტეტის ეზოში არიან შეკრებილები და რუსულ კანონს აპროტესტებენ. ახალგაზრდებს მხარდაჭერას უცხადებს  პროფესორ-მასწავლებლების ნაწილიც. 

სტუდენტებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით უნივერსიტეტის დერეფანში საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

ბსუ-ს სტუდენტებმა 1 -ელ საათამდე  ვადა მისცეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გამოვიდეს მათი წარმომადგენელი და დააფიქსიროს პოზიცია. 

მანამდე კი საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მსვლელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ წავიდნენ, სადაც გაფიცულ ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაფიცვას შეუერთდნენ ბათუმის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×