რეზონანსი
23.05.2024

როგორც სარჯველაძე აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, საბოლოოდ დაუსვა წერტილი, საკითხთან დაკავშირებით, სპეკულაციების არსებობას.

„ამას დაესვა ყოველგვარი წერტილი და ამიერიდან, სამართლებრივად ვალიდური არ იქნება უბრალოდ, რომ ვინმემ ისაუბროს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნაზე.

მე ღრმად მწამს, რომ ევროპარლამენტში, დიდი ნაწილი, შეცდომაში იყო შეყვანილი, ისევე როგორც კანონპროექტის ადგილ წარმოშობასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველო მუშაობდა. სხვათა შორის, ერთსა და იმავე რეზოლუციაშია, თუ სწორად მახსოვს, ნახსენები, მაგალითად, საქართველოს მიერ მიღებული, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო აქტების შეფასება და იმავდროულად, სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები. ერთად არის ნათქვამი, რომ თითქოსდა, ის კანონპროექტი, რომელზეც საქართველოში მსჯელობენ, იყო რუსული და იქვეა ნათქვამი, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ახლა, სახელი დაერქვა, პროფესიონალურ დონეზე ყველაფერს. დიახ, ეს იყო, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმულაცია, პოლიტიკური პატიმრობის სიმულაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების სიმულაცია, დემენციის სიმულაცია, დემოკრატიის შუქურობის სიმულაცია და ბევრი სხვა ამასთან დაკავშირებული გარემოებების", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×