მთავარი ამბები
ნატალია ჯვარიძე
23.05.2024

„აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკელის გამოსვლამ მე კიდევ ერთხელ დამაფიქრა და მგონია, რომ აშშ-ში საქართველოს წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი დოკუმენტები მზადდება. ასევე დასაფიქირებელია საქართველოს გენერალური პროკურორის გადადგომაც, ამას სხვა გადადგომებიც მოჰყვება", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

თამთა ჩაჩანიძე
23.05.2024

გენპროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა - წერილობით განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის საიტზე დევს, ვკითხულობთ, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის „ურთულესი" იყო. გადადგომას უკვე მოჰყვა შეფასებები - „ოცნების" მტკიცებით, შოთაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რეალურად ჯანმრთელობის გაუარესებული მდგოგომარეობაა, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ „სისტემა რღვევას იწყებს".

ქეთო გოგოხია
22.05.2024

ინფლაციის რისკისა და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა. მონეტარული პოლიტიკის ცვლილება გარკვეულ უარყოფით განწყობას იწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლარის გაუფასურებისა და საფინანსო სპეკულაციების ფონზე მონეტარული პოლიტიკის შერბილება ნაადრევია, თუმცა მცირედი კლებას სებ-ს მაინც და მაინც  სარისკო ნაბიჯად არ უთვლიან.

ელზა პაპოშვილი
22.05.2024

ფემიციდის და ორმაგი მკვლელობის უმძიმესი ფაქტის  შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე,  გამვლელებმა დღის 1 საათზე 5-მდე გასროლის  ხმა გაიგეს. ადგილზე მისულებს კი საზარელი სურათი დახვდათ. ორი ახალგაზრდა ქალი მიწაზე იწვა და სისხლში ცურავდა. არცერთ მათგანს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე იდგა ეტლი, როემლშიც ჩვილი იწვა და ტიროდა. მიცვალებულებთან კი თავად სავარაუდო, თავდამსხმელი 27 წლის  გიორგი პირაშვილი იდგა, რომელმაც პოლიციაში თავადვე დარეკა. 

ელზა პაპოშვილი
22.05.2024

კომისია მიიჩნევს, რომ კანონის არსებული ვარიანტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკონვენციას. დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონი ნეგატიურად აისახება შეკრებისა და გამოხატვის, პრივატულობისა და საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებებზე, ასევე გავლენას იქონიებს პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.   

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2024

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ თუ აშშ-ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე და პირდაპირ ფრენებზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, „მაშინ გამჭვირვალობის კანონის საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება". ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ეს განცხადება კომპრომისის შესაძლებლობას ლოგიკურად აჩენდეს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ „სიტყვის მასალაც" იყოს, რადგან ახლა „ოცნება" უკან დამხევი არ ჩანს, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა „გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ იზიარებენ.

ელზა პაპოშვილი
21.05.2024

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამ ფორმით მიღება დაუშვებელია და ის გაწვეული უნდა იქნეს საქართველოს პარლამენტიდან. რა გზა რჩება ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ და გადაიფიქრებს თუ არა მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას?

ნატალია ჯვარიძე
21.05.2024

სკანდალური ე.წ. კანონპროექტი აპარტამენტების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში დღემდე იწვევს სერიოზულ ვნებათაღელვას, შესაძლოა მხოლოდ გალისა და ტყვარჩელის რაიონებზე გავრცელდეს. ამის შესახებ აფხაზური „ტელეგრამ" არხები წერენ, რომელთა ცნობითაც, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ამ საკითხზე დახურული შეხვედრების გამართვა უკვე დაიწყო.

თამთა ჩაჩანიძე
21.05.2024

28 მაისს მმართველი პარტია უცხოური გავლენის კანონზე" პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს. მანამდე ერთი დღით ადრე კი აშშ-ის კონგრესში განსახილველად შეფის კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ახალ და საკმაოდ მიმზიდველ შეღავათებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. ამ პირობებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ კანონზე უარის თქმაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება. რამდენად იმოქმედეს ეს სიახლე საქართველოს ხელისუფლების პოზიციასა და ქვეყანაში აგორებულ საპროტესტო ტალღაზე?

ნატალია ჯვარიძე
21.05.2024

„ნაციონალური მოძრაობა" თბილისში რაიონულ ოფისებს კეტავს. არაოფიციალური ინფორმაციით, ამის მიზეზი პარტიაში შექმნილი ფინანსური კრიზისია. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს იმ შიდაპარტიული პოლიტიკური კრიზისის გაგრძელებაა, რომლის შედეგადაც ნიკა მელიამ და მისმა გუნდმა ენმ დატოვეს. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას ნაწილობრივ ეთანხმება და ფიქრობს, რომ მელიამ პარტიის მხვილ შემომწირველთა ნაწილი თან გაიყოლა. თუმცა, არსებობს განსახვავევული მოსაზრებაც, თუ რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს ენმ-ს წინასაარჩევნოდ თანხების დაზოგვა.

თამთა ჩაჩანიძე
20.05.2024

ორშაბათს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხმაურის ფონზე განიხილა და მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია ამბობს, რომ „ოფშორების კანონთან" დაკავშირებთ, „დიდი ბუნდოვანება და კითხვებია და არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული".

თამთა ჩაჩანიძე
22.05.2024

რუსეთის ხელისუფლება აპირებს ბალტიის ზღვაში თავისი ტერიტორიული წყლები გააფართოოს ლიეტუვის და ფინეთის საზღვრებთან - ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტი მოამზადა, რომელიც საკუთარ ხელისუფლებას ბალტიის ზღვაში საზღვრების შეცვლას სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, საზღვრების შეცვლის მცდელობა იგივე ნატოსთან დაპირისპირების მცდელობას ნიშნავს. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილიც იყოს.

გვანცა წულაია
22.05.2024

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის გამო ტურიზმის ინდუსტრიას გარკვეული სახის პრობლემა შეექმნა. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სექტორს ,,გამჭვირვალობის კანონზე“ მეტად, აქციები და არასტაბილურობა აზარალებს, ამიტომ, როგორც ირკვევა, ვიზიტორებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს, თუმცა რეალურად სულაც არ არის ისეთი სურათი, როგორც ზოგიერთი ტუროპერატორი ან სასტუმროს მეპატრონე  ხატავს. მოლოდინი სახარბიელო არ არის, მაგრამ როგორც დარგის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ პრობლემა დროებითია და სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

გვანცა წულაია
21.05.2024

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში საკმაოდ აქტიურად ყიდულობენ ბინებს. დროის გასვლასთან ერთად, ასეთი მოცემულობა სულ უფრო დიდ მასშტაბს იძენს, თუმცა უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენა უფრო თვალში საცემი გახდა. შესყიდვა, უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში დასაფუძნებლად ხდება, ამიტომ სოციოლოგები ამბობენ, ეს საკითხი მოსაგვარებელია, თანაც იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ისედაც მძიმე დემოგრაფიული სურათია. 

გვანცა წულაია
21.05.2024

რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას დროებით აუქმებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში პირველ ივლისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი ისევ აიკრძალება. საინტერესოა, ამ 40 დღის განმავლობაში გადაერთვება თუ არა საქართველო ისევ რუსეთის ბაზარზე?

ქეთო გოგოხია
20.05.2024

მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, როცა ადგილი აქვს ლარის გაუფასურებას და ფინანსური ბაზრებზეც გარკვეული არასტაბილურობაა, ინფლაციის რისკიც გაიზრდა. მართალია, ეკონომისტები ირწმუნებიან, რომ ფასების ზრდა არ გვემუქრება, მაგრამ საუბრობენ იმაზეც, რომ სიტუაცია ხშირად არაპროგნოზირებადია და არ არის გამორიცხული, ლარის ვარდნის შემდეგ ინფლაციური პროცესები რეალური გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სანქციებთან დაკავშირებით მუქარა სისრულეში მოვა.

ელზა პაპოშვილი
21.05.2024

სამეგრელოში მიმდინარე გახმაურებული საქმის განხილვას მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - 14 წლის ბიჭი, რომელსაც 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში სდებენ ბრალს, მოსამართლემ 35 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე გამოძება დასრულებული არ არის.

ელზა პაპოშვილი
20.05.2024

 სენაკში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის ახალი დტალები ხდება ცნობილი. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. ირკვევა, რომ 21 წლის ლევან სახოკიას თორნიკე გოგიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ახალგაზრდა კაცს კონფლიქტი ორ ძმასთან ჰქონდა. ის გოგიების საცხოვრებელ სახლთან სხვა პირეებთან ერთად მივიდა და კონფლიქტის დროს ძმები ცივი იარაღით დაჭრა. 






















Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×