რეზონანსი
30.06.2024

ზღვაში ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გარდაცვლილი თსუ-ს სტუდენტი ლიზი ხოშტარია აღმოჩნდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ სამძიმრის წერილიც გამოაქვეყნა:

„ტკივილი და დანაკარგი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, უნივერსიტეტისთვის – ელიზავეტა ხოშტარია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.

ორდღიანი ძებნის შემდეგ ჩვენი სტუდენტის დაღუპვის ფაქტი სამწუხაროდ დადასტურდა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს ამ დიდი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.”

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×