რეზონანსი
16.06.2024

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ სანქციები, რომელსაც ევროპა ამზადებს, ქართველ ხალხს არ შეეხება და მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის იქნება განკუთვნილი. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წევრებს სავიზო სანქციებს დაუწესებს. 

არავითარ შემთხვევაში ეს არ ეხება ქართველ ხალხს და არც სახელმწიფოს. ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებმაც მიიტაცეს ქვეყნის მართვის სადავეები და დიახ, სავსებით რეალურია, რომ ევროკავშირმაც უკვე სავიზო სანქცია დაუწესოს პირველ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მიმტაცებელ თანადებობის პირებს ამ ქვეყნისა და შემდეგ უკვე ფინანსური სანქციებიც დაეკისროს, - ამბობს ნიკა მელია.

აშშ-ს შემდეგ "ქართული ოცნების" ლიერებისთვის სანქციების დაწესებაზე უკვე ევროპაც მუშაობს. "რადიო თავისუფლებამ" ევროკომისიის დოკუმენტი მოიპოვა. საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარებების შეწყვეტასა და უკიდურეს შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×