რეზონანსი
20.06.2024

რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობისას, საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოძრაობა "დაფიონის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ცეცხლაძემ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისკენ მოუწოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა კი ამის უფლება არ მისცა.

როგორც პატრულის თანამშრომელმა ცეცხლაძეს განუმარტა, გზის გადაკეტვას მომიტინგეების დაჯარიმება მოყვებოდა, ცეცხლაძე კი ცდილობდა, მისთვის აეხსნა, რომ ვიწრო ტროტუარზე აქციის მონაწილეებს გადაადგილება უჭირდათ.

სიტუაცია მალევე განიმუხტა. აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, მსვლელობა ისევ საფეხმავლო ბილიკით გაეგრძელებინათ.

აქცია თბილისში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია ე.წ. გავრილოვის ღამიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მომიტინგეების თქმით, ისინი ხელისუფლების დასავლური კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა „რუსული ორბიტისკენ" წაიყვანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×