ელზა პაპოშვილი
07.07.2024

პოლონეთში ქურდობისთვის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი პოზნანის, ლეზნოს, ვრზენიის, სლუპჩას, ნოვი ტომისლის, კოშიანისა და გნიეზნოს ოლქებში ძვირდაღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს იპარავდა.

ქართველის სახლის ჩხრეკისას ნაპოვნია თითქმის 5 000 ზლოტის ღირებულების მოპარული საქონელი. სასამართლომ ქართველი 3-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა კაცმა, პოლონეთში, სხვადასხვა მაღაზიებში ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ის მაღაზიებს იცვლიდა, რათა მისი იდენტიფიცირება არ მომხდარიყო.

„სავარაუდოდ, ის ალკოჰოლურ სასმელებს ტანსაცმეში მალავდა და ამ ფორმით მაღაზიიდან არაერთი ალკოჰოლი მოიპარა. მუშაობდა თუ არა მარტო და ხომ არ ეხმარებოდა მას ვინმე, გამოძიებით დადგინდება. ამან ჯამში 5 000 ზლოტის ღირებულების ზარალი შეადგინა. მას 10 წლამდე სასჯელი ემქურება",-ამბოს საქმის გამომძიებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×